ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ზრუნავენ.
სწორედ ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის პირველი დღე. პედაგოგებმა პატარებს საზეიმოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს და ბავშვებს საგანმანათლებლო პროცესის განახლება ზეიმად უქციეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2024-2025 სასწავლო წელი მეოთხე კვირაა დააიწყო, ბავშვებს პირველი დღის ემოციები დღემდე მოჰყვებათ. ითხვისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, მათი მოტივირებასა და წახალისებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: