ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანია. ამჟამად, მე-12 კლასის მოსწავლეები საპროგრამო მასალით, დავით კლდიაშვილის - „სამანიშვილის დედინაცვალს“ გადიან.
ტრაგი-კომიკური ნაწარმოები მოსწავლეებმა მრავალკუთხოვნად შეისწავლეს, დაუკვირდნენ მასში წამოჭრილ პრობლემებს, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ აზნაურების ცხოვრების სირთულეებს, საერთო გაჭირვებასა და სიღარიბეს. გაიაზრეს იმ დროინდელი ყოფა და თავად-აზნაურთა წოდებრივი პრივილეგიების დაკარგვის შედეგები.
მოსწავლეებმა ნაწარმოების მიხედვით 1977 წელს გადაღებული, ამავე სახელწოდების ფილმიც ნახეს. ელდარ შენგელაიას ფილმის ნახვის შემდეგ კი განხილვაც მოაწყვეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: