ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლას წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე.
მათ რიგებშია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ზაზა შულაია, რომელიც მე-17 საერთაშორისო სიმპოზიუმზე იმყოფებოდა.
შეხვედრის თემა გახლდათ - „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები- პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“, .
სიმპოზიუმი 25-27 სექტემბერს, ქუთაისის აკ. წერეთლის სასელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ლიტერატურის მკვლევრები.
სიმპოზიუმზე სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნა 150-მდე მოხსენება ლიტერატურის სხვადასხვა საკითხზე, მოეწყო ჩვენება დოკუმენტური ფილმის -„ქართული სიმბოლიზმის დაბადება“, რომელიც, ინგლისურენოვანი ტიტრის დადების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ინტერნეტსივრცეში.
აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმის ორგანიზატორები გახლდათ: კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA); შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სიმპოზიუმის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის ნაწილი გამოყებულ იქნება საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. სკოლის ლიტერატურულ კლუბში განიხილება შემდეგი საკითხები:
1. პატარა ქვეყნების ლიტერატურის პრობლემები;
2. სულხან-საბა ორბელიანის ერთი იგავ-არაკის ახლებურად გააზრება;
3. ნაციონალური და რეგიონული მწერლობა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სიმპოზიუმზე დამყარდა რამდენიმე ლიტერატორთან საქმიანი კონტაქტი, თანამშრომლობა უახლოეს მომავალში ერთ-ერთ პროექტში აისახება.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება, მადლობას უხდიან მას აქტიურობისთვის და წინსვლას უსურვებენ.
„მადლობას ვუხდით ბატონ ზაზას განათლების სფეროში აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას“, - აღნიშნავენ სკოლაში.