გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ნამდვილ ზეიმს ჰგავდა, ამ დღის განწყობა მოსწავლეებს ჯერ ისევ არ განელებიათ, რაც მათ აქტიურობაზე დადებითად აისახება.
სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელებისთვის, მათ პირველი ნაბიჯები გადადგეს წიგნიერების დიდ სამყაროში, მეგზურობას კი პროფესიონალი პედაგოგები უწევენ.
მათ დიდი სიყვარულით შეეგებნენ სკოლაში, წინსვლა და წარმატება უსურვეს და ცოდნიერების გრძელი გზა დაულოცეს.
„საყვარელო პირველკლასელებო!
გილოცავთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაბიჯს - სკოლის დაწყებას! დღეს თქვენ ხდებით ნამდვილი მოწაფეები. წინ გელით საინტერესო გაკვეთილები, ახალი აღმოჩენები, ნამდვილი მეგობრები და ბევრი საინტერესო თავგადასავალი. დაე, სკოლის ყოველი დღე იყოს სავსე სიხარულით, ცოდნით და ნათელი მომენტებით!
თავისუფლად გადადგით ნაბიჯი ახალი ცოდნისკენ, ნუ შეგეშინდებათ სირთულეების და გჯეროდეთ თქვენი ძალების! წარმატებებს გისურვებთ ამ საოცარ სასკოლო მოგზაურობაში, რომელშიც თქვენი თანამგზავრები იქნებიან სათნო და ულამაზესი ქალბატონები - ნანა და დარეჯან მასწავლებლები. ისინი დაგეხმარებიან ცოდნის მწვერვალის დაპყრობაში და მუდამ გაგინათებენ მისკენ მიმავალ გზას.
ძალიან გაგიმართლათ, რომ ასეთი პედაგოგების გარემოცვაში ეზიარებით ცოდნასა და ადამიანობას.
ღვანკითის საჯარო სკოლა გეფერებათ და გისურვებთ წარმატებებს!“, - ამ სიტყვებით შეეგებნენ პატარებს სკოლაში 16 სექტემბერს.