თბილისის N136 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
7 ოქტომბერს მე-2დ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა კაციტაძესთან ერთად საინტერესო პროექტზე იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის სახელწოდება - „მეგობრობა იწყება ღიმილით“, გახლდათ.
პედაგოგმა კლასის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმა სასწავლო პროექტი კარლო კოლოდის უკვდავი ლიტერატურული ზღაპრის - „პინოქიოს თავგადასავალის“ მიხედვით.
ბავშვებმა წაიკითხეს ზღაპარი და გაუჩნდათ კითხვა: „რომ არ მოიტყუოს შეუძლია?!“ - ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად მეორეკლასელებმა პინოქიოს როლი თავად მოირგეს. შემდეგ კი, გადაწყვიტეს, მეგობრული რჩევებიც მიეცათ მისთვის: „არ მოიტყუო“,„იყავი კეთილი მეგობარი“, „შეეცადე, იყო კარგი“…
ბავშვებმა ქართულის პედაგოგთან ერთად დასკვნაც გააკეთეს – პინოქიოს გზად მრავალი ცდუნება ხვდება, თუმცა მალე სწავლობს კარგის და ცუდის გარჩევას. ჩვენც გზადაგზა მივუყვებით პინოქიოს გზას, ვცდილობთ, გვერდი ავუაროთ ყოველგვარ ცდუნებას, რომელსაც სიკეთე არ მოაქვს.
მოსწავლეებმა სიმართლის და სიკეთის გზა აირჩიეს და იგივე რჩევა მისცეს თანატოლებსაც:„არ მოიტყუო“, „იყავი კეთილი მეგობარი“, „შეეცადე იყო კარგი“...
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარებიც კარგად წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: