თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებს ყოველთვის მხარს უჭერენ.
სკოლა ამჯერად მოსწავლის - ნინო აფციაურის სპორტულ წარმატებას გვიზიარებს დიდი სიხარულით.
4 ოქტომბერს, ქ.თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, გოგონებს შორის, სადაც N190 საჯარო სკოლის მოსწავლემ, 57 კგ. წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა და გახდა ჩემპიონი. მოსწავლე ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლის კლასის დამრიგებელი - შორენა აბრამიშვილი, მწვრთნელი კი ნიკოლოზ ქოთუაშვილი გახლავთ.
სასკოლო საზოგადოება მას ამ დიდ გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავთ ნინოს ამ გამარჯვებას და მასთან ერთად, N190 საჯაროს სკოლის ძიუდოს სექციის ბავშვებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.