გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ განახლდა მოსწავლეები აკადემიურ წელს ამაღლებულ განწყობასთან ერთად, საკმაოდ მომზადებულები შეხვდნენ.
ამის მიზეზი კი, ის გახლდათ, რომ აგვისტოს თვეში მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ ინიცირებული „საზაფხულო კლასის“, საინტერესო და ნაყოფიერი ერთთვიანი სასწავლო კურსი გაიარეს.
მოსწავლეებისთვის კურსი ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო იყო, პედაგოგმა მათთვის აგვისტოს თვეც საინტერესო თავგადასავლად აქცია.
„ჩემო ყოჩაღებო, გილოცავთ! თქვენ წარმატებით დაასრულეთ „საზაფხულო სკოლა-2024“-ის ერთთვიანი სასწავლო კურსი! მადლობა თქვენ და თქვენს ოჯახებს მონდომებისა და აქტიური ჩართულობისათვის! მჯერა, ახალი სასწავლო წელი კიდევ უფრო საინტერესო და წარმატებული იქნება ჩვენთვის! სიყვარულით, თქვენი ნინო მასწავლებელი“, - სწორედ ამ სიტყვებით მიულოცა საზაფხულო კლასის ხელმძღვანელმა ნინო გოგიაშვილმა მოსწავლეებს კურსით წარმატებით დასრულება, ახლა კი მათთან ერთად სკოლაში განაგრძობს წარმატებულ საქმიანობას.
იხილეთ ფოტოები: