თბილისის N177 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო, გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, IV 1 კლასის მოსწავლეთა გასვლითი გაკვეთილი ხის საამქრო „კოდალაში“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაიარეს მასტერკლასის პროგრამა „ნორჩი ოსტატი“ და დაეუფლნენ ხის ეკო სათამაშოების შექმნის ტექნიკას. ბავშვებმა მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები სერტიფიკატებს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას.
იხილეთ ფოტო: