სამების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს 
09-10-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. მასწავლებელმა - მაია თამლიანმა, მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია და მათ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზა.

პირველკლასელები თითოეულ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

„წარმატებები მასწავლებელს და პატარა მოგზაურებს ცოდნის ამ ვეებერთელა სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203