გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს სამახსოვრო ბარათები, მისწერეს წერილი თავიანთ საყვარელ მასწავლებლებს, საკუთარი წარმოსახვით დახატეს პედაგოგები.
აღნიშნულმა საჩუქრებმა მასწავლებლები ძალიან გაახარა.
„ყველაზე წრფელი და უანგარო სიყვარული ხომ სწორედ ბავშვებმა იციან. მადლობა თითოეულ ბავშვს ასეთი სითბოსა და სიყვარულისთვის. მადლობა კლასის დამრიგებლებს ასეთი ლამაზი აქტივობისთვის“, - გვეუბნებიან სკოლაში.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: