ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით მასწავლებელისთვის შეხვედრა ჩატარდება
09-10-2024
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე - „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, როგორც თანამშრომლობითი პროცესი“.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:

რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და რით განსხვავდება სტანდარტული სასწავლო გეგმისგან;
რატომ არის აუცილებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის;

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და განხორციელება - ვინ არის ჩართული ამ პროცესში;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტები;
თანამშრომლობა და კომუნიკაცია - ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების ქვაკუთხედი.

ვებინარზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრა ინტერაქტიულია და მსმენელებს შეხვედრის ბოლოს, ეძლევათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.
მოწვეული სტუმარი: ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი - ლიკა ქურციკიძე.
ვებინარის ფასილიტატორი: ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი - თამარ ისაკაძე.
ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Teams-ის გამოყენებით, ვებინარზე დასასწრებად მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203