„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა, რამდენი ლარით დაფინანსდებიან დამატებით სკოლები პროფესიული განათლების მოდულების განხორციელებისას.
„მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება) და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა ამ მუხლით დადგენილი წესით გაანგარიშებული მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა, რომელიც, გარდა ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისა, ასევე შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს“, - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.