ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
პირველკლასელებმა და ქართული ენის მასწავლებელმა - ეკა ლიპარტელიანმა კლასში ანბანი ჯადოსნური ყუთით შეაბრძანეს.„ა“ და „ი“ ასოებოთ შეადგინეს სიტყვა „ია“, წინადადება „აი ია“, გაიხსენეს დედაენის შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი. წარმოთქვეს ლექსები. გააფერადეს და დახატეს „ია“.
პედაგოგმა ბავშვებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია. პედაგოგმა გაკვეთილი სახალისოდ დაასრულა. პატარებმა ჯადოსნური ყუთიდან ორცხობილები „ი“ და „ა“ ამოიღეს და დააგემოვნეს.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება პირველკლასელთა ცოდნის გზაზე.
იხილეთ ფოტოები: