საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ეკო-ქვიზი ითამაშეს
09-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი „ცვლილებების პიკი/Peak Of Changes“. 

7 ოქტომბერს, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით, პროექტის - „სამაგიდო თამაში მოსწავლის ფსიქო-ემოციურ და საგანმანათლებლო განვითარებაში“ ფარგლებში, გიორგი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ეკო-წიგნის პრეზენტაცია და გუნდებს შორის შეჯიბრება - ეკო-ქვიზში

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას. 

შეხვედრას  VIII-XI კლასელები ესწრებოდნენ, აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და ეკოწიგნები. ასევე, სამაგიდო თამაში ეკო-ქალაქი.

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ტესტირებაში გამარჯვებული მოსწავლეები არიან:

ჯგუფის ლიდერი: ნიკოლოზ ბრეგვაძე  

ჯგუფის წევრები: ნინი ქალდანი, ნინი აბრამიშვილი, მარიამ კენჭოშვილი დასაბა ჭკადუა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203