საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა​ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა  
09-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და სკოლებში თანამშრომლობით კულტურას ნერგავენ. 

7 ოქტომბერს კი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „ცვლილებების პიკი“, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ირინა მიქავას ფასილიტაციით უმასპინძლა, ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეების სამუშაო გუნდს, მათ პედაგოგ, ნინო ავალიანთან ერთად პროექტის - „მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში“, ფარგლებში. 

მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს  საგაზეთო სტატიები, რომლებიც გაჯერებული იყო ყალბი ამბებით ( fake News), ფოტომანუპულაციებით, „ქლიქბეითებით“ (სატყუარა, სათაურში გაჟღერებული პროვოკაციული განცხადება).

ახალი ამბებისთვის მოსწავლეებმა გამოიყენეს ფოტომასალა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ თემებს ეხებოდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

„დიდი მადლობა ნახიდურის საჯარო სკოლას და ინგლისურის პედაგოგ  ნინო ავალიანს  საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ინციატივისთვის“, - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა მადლობას უხდის სტუმრებს მობრძნებისთვის და პედაგოგს საინტერესო ინიციატივისთის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203