სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალი, გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
7 ოქტომბერს სკოლაში ღიმილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. „გავუღიმოთ სამყაროს - ჩვენი ღიმილი სამყაროს შეცვლის“- ამ მოტივით სკოლა შეუერთდა ღიმილის საერთაშორისო დღეს, პერფორმანსით და მრავალი სახალისო აქტივობით, რომელიც სიხარულისა და პოზიტივის გავრცელებას ემსახურებოდა, ყველას ღიმილს ანიჭებდა და ახსენებდა ღიმილის საოცარ ძალას.
მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს ცნობილი ციტატები.
„მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამამხნევებელი და ამაღლებული ციტატები ღიმილის შესახებ. თითოეულმა მათგანმა მოიტანა განსხვავებული ხედვა და პოზიტივი, რომელიც ასე გვჭირდებოდა“,- გვიყვებიან სკოლაში.
ციტატებს შემოქმედებითი აქტივობები მოჰყვა.
„ღიმილით შთაგონებულმა პერფორმანსებმა და ხელოვნების ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რამდენად მარტივად შეგვიძლია სიხარულის გაზიარება ერთმანეთთან“,- დასძენენ სკოლაში.
იყო ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლე-მასწავლებლებმა ღიმილით სავსე დღე ფოტოებში აღბეჭდეს, რათა ახსოვდეთ, როგორ შეძლეს ერთმანეთის დღის გალამაზება მხოლოდ ერთი ღიმილით.
„მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ: ღიმილი ყველაზე მარტივი და ძლიერი საჩუქარია, რომლის გადაცემაც შეგვიძლია! ღიმილი პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ჟესტია, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია! გავუღიმოთ ერთმანეთს და გავავრცელოთ სიხარული ყოველდღიურად!“,- ამ შემართებით დასრულდა ღონისძიება, რომელაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ხელოვნების პედაგოგმა - ნანა რუხაძემ დაგეგმა და განახორციელა.
იხილეთ ფოტოები: