მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხარისხიანად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
მართალია სასწავლო პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა რაც განახლდა, თუმცა თამარისის N1 საჯარო სკოლის საზოგადოებას 16 სექტემბრის საზეიმო განწყობა ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს, რაც სამუშაო პროცესზე დადებითად აისახება.
საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს პედაგოგებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს, მათ დირექციამ წარმატება უსურვა, სრულიად სასკოლო საზოგადოება კი. განსაკუთრებულად პირველკლასელებს შეეგებნენ და ცოდნის ტაძარში შებრძანება მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე ზრუნვასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: