ძველი ხიბულის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
09-10-2024

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ეფექტურად, მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და ხალისით მიმდინარეობს, სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესო პირველკლასელებისთვის. 

პატარებმა, ჯადოსნურ ანბანეთში „მოგზაურობა“, დაიწყეს. 

პირველკლასელები გაეცნენ ასო-ბგერებს: „ა“ და „ი“, მასწავლებელთან ერთად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, გააკეთეს ჩანახატები და დღე სასიამოვნოდ გაატარეს. 

„ეს დღე ტკბილად დაამახსოვრდებათ ჩემს პატარა იისფერებში გამოწყობილ გოგო ბიჭებს“, - ასე შეაფასა პედაგოგმა დღე და მოსწავლეებს წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203