ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა შემეცნებით და სასწავლო ღონისძიებებში დიდი შემართებით მონაწილეობენ.
ახლახან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით ჩატარდა მეცნიერების ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობდნენ სკოლის VIIIა, Xა და Xბ კლასის მოსწავლეები: ილია აბულაძე, ნიკოლოზ ტორაძე, ლიზი ლორთქიფანიძე, ბარბარე ვარდანიძე, ანა პირტახია, მათე მესხორაძე და თეკლა ბარათაშვილი.
ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე მონაწილეები გაეცნენ საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე აქტივობებს და დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ საგანმანათლებლო და კვლევით ექსპერიმენტებში.
იხილეთ ფოტოები: