მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამის ნათელი მაგალითია, შემოდგომისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ოქროსფერი შემოდგომა“, რომელიც მე-4 კლასში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას კლასის დამრიგებელი თამუნა წულაია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა საშემოდგომო ნუგბარით შეავსეს საკლასო ოთახი, შექმნეს შთამბეჭდავი დეკორაციები, ისაუბრეს წელიწადის ამ ოქროსფერ დროზე.
იხილეთ ფოტოები: