ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილებისა თუ კომპლექსური დავალებების შეთავაზებას.
სკოლაში გააზრებული აქვთ კომპლექსური დავალებების უპირატესობები და მათი დადებითი გავლენა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე - ამ მიდგომით, მოსწავლეებმა არაერთ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს და მათ შორის იყო - „ქართული სუფრა“.
დავალების ფარგლებში, მოსწავლეები ქართული ენის კულტურასა და ტრადიციას გაეცნენ, ისაუბრეს იმ კერძებზე, რომელთა გარეშეც ქართული სუფრა წარმოუდგენელია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დავალებაზე მასწავლებელის არმენუი პოდოსიანის ხელმძღვანელობით იმუშავეს.