წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრება ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს.
ამჯერად, მოსწავლეებმა ანბანის „შემობრძანება“, იზეიმეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები სახალისო და საინტერესო აქტივობებით შეეგებნენ „აი იას“ და შემართებით შეუდგნენ ქართული ასო-ბგერების სწავლას.
„წარმატებები ჩემს საყვარელ პატარებს და ყველა პირველკლასელს, რომლებსაც მთელი ცოდნის სამყარო აქვთ მოსავლელი!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: