მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მიზნით, 20 სექტემბერს, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ აქცია პედაგოგ ინეზა ქუთათელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ.
აქტივობის დროს მოხალისეებმა 35 კგ. ნარჩენი შეაგროვეს.
დასუფთავების მსოფლიო დღე გარდა საქართველოსა, თითქმის ყველა ქვეყანამ განახორციელა. ეს იყო მასშტაბური დასუფთავების ღონისძიება და ცხადია გამონაკლისი არც სერგიეთის საჯარო სკოლა იქნებოდა.
იხილეთ ფოტოები: