ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ, ხალისითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს, პირველკასელთათვის კი, სასკოლო ცხოვრება ნამდვილ თავგადასავალს ჰგავს.
პატარები წიგნიერების დიდი სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ, მათ მეგზურობას კი დამრიგებელი უწევს და ერთად დაუვიწყარ დღეებს ქმნიან.
16 სექტემბერს საზეიმოდ შეეგებნენ პატარებს, მათთვის დაუვიწყარი გარემო მოაწყვეს და ეს დღე ემოციების სავსე გახადეს -იმ დღის ამაღლებული განწყობა ჯერ კიდევ ერ განელებულა პატარებში, რაც მათ აქტიურობაზე დადებითად აისახება.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ და ეს მიდგომა ყოველთვის შედეგიანია, პატარებს ეძლევათ სტიმული და უმაღლდებათ მოტივაცია.
იხილეთ ფოტო: