ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ტრენინგს დაესწრნენ
09-10-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო და საგანმანათლებლო შეხვედრებს მონდომებით ესწრებიან.

ამჯერად, სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ლელა ალანიას ინიციატივით, ფონდის - „სოხუმის“ გამართულ ტრენინგს - „კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია“ დაესწრნენ.

ტრენინგი ქალაქ ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა.

აღნიშნული დღე მოსწავლეთათვის ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203