ნინოწმინდის N3 სკოლის მოსწავლეები „ვეფხისტყაოსანს“ საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
09-10-2024

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, თემაზე: „შოთა რუსთაველი“, საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

მათ, კლასში წარადგინეს ცნობილი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის შექმნილი უკვდავი პოემა - „ვეფხისტყაოსანი“. მოსწავლეებმა პოემის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203