ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში, მასწავლებლების შრომა და ღვაწლი დაფასებულია. ამას ადასტურებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გილოცავთ მასწავლებლებო“, რომელიც სკოლაში გაიმართა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენა-ლიტერატურისა და მუსიკის მასწავლებლების, შორენა სიხარულიასა და მელანო ჭითაშვილის ხელმძღვანელობით, პედაგოგებს სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით, ლექსებითა და მისალოცი ბარათებით მიულოცეს პროფესიული დღე.
მესამე კლასელებმა მოამზადეს კედლის გაზეთი „გილოცავთ მასწავლებლებო“, რომელიც გააფორმეს ცნობილი ლექსებითა და გამონათქვამებით.
სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საინტერესო და ლამაზი დღისათვის მადლობა გადაუხადეს.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: