სენაკის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, მოსწავლეები საქართველოს პირველ საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და მუნიციპალურ ტურნირში გაიმარჯვეს. III კლასის მოსწავლეებს - გაბრიელ ადამიას, ჯონი გაბუნიას და მარიამ კილასონიას დამსახურებული დიპლომები გადაეცათ.
მოსწავლეთა საგნის პედაგოგი ლილიანა ჩიქობავა გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, მოსწავლეთა სხვადასხვა კონკურსებში ჩართულობას კი ახალისებს.
იხილეთ ფოტოები: