სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად კი, სკოლაში თემურ ახობაძის წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლემ სამტრედიობისადმი მიძღვნილ ავთანდილ ქუთათელაძის სახელობის ტურნირში, 3×3 კალათბურთში წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეს - თემურ ახობაძეს სამტრედიობისადმი მიძღვნილ ავთანდილ ქუთათელაძის სახელობის ტურნირში 3×3 კალათბურთში მოპოვებულ მეორე საპრიზო (500 ლარი) ადგილს და ვუსურვებთ მას და მის გუნდს მომავალ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: