სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში სპორტის სასკოლო კვირეულისა და ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით, სპორტის მასწავლებლებმა - ასმათ შუბითიძემ და მაიკო ბეგიაშვილმა მოაწყეს სპორტული შეჯიბრებები - ბურთის კალათში სროლასა და ფრენბურთში. ბავშვები ასევე მონაწილეობდნენ მუსიკალურ ტანვარჯიშში.
მოსწავლეებმა დიდი შემართებითა და ხალისით იასპარეზეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატერეს.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ბავშვებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: