ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცეს ეს დღე. ბავშვებმა მათ განათლებაში ჩადებული შრომის, გაწეული ღვაწლისთვის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და ყვავილები მიართვეს. მოსწავლეებმა ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და მასწავლებლები თბილი, სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს.
ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ემოციური და დაუვიწყარი იყო.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ვიდეო;
იხილეთ ვიდეო;
იხილეთ ვიდეო.