ნოქალაქევის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდა
09-10-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. სკოლის გოგონათა გუნდმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო ოლიმპიადა 2024-2025-ში, რომელიც მძლეოსნობაში გაიმართა.

გოგონათა შორის ამანათრბენი 4x4-ზე შემდეგნაირია:

1. მარიამ ჩემინავა;

2. ქრისტინე ჩემია;

3. ლიზი ჩაჩიბაია;

4. ბარბარე სანიკიძე.

მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს უღვივებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203