ქვემო ქედის საჯარო სკოლის ახალი ინტელექტუალური გუნდის დებიუტი შედგა
11-06-2018
ქვემო ქედის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კლუბი - „რა? სად? როდის?“ ახალი მონაწილეებისგან დაკომპლექტდა. კლუბში საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაწევრიანდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში თაობა შეიცვალა და ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრებმა სკოლა დაამთავრეს. ამიტომ ახალი გუნდი ჩამოყალიბდა.
ახალი გუნდის დებიუტი 2 ივნისს „ინტელექტის დღეს“ შედგა. ღონისძიება დედოფლისწყაროში ჩატარდა. სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გუნდმა კარგი შესაძლებლობები გამოავლინა.
„სკოლის აღსაზრდელებმა უკეთესი შედეგების მისაღწევად სამომავლო გეგმები დასახეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები