ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამის მაგალითია გაკვეთილი თემაზე- „მზის სისტემა“, რომელსაც პედაგოგი ნანა მღდესიანი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებითა და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი გახლდათ, მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ სამყაროზე, ვარსკვლავებზე, მთვარეზე, მზეზე, პლანეტებსა და სხვა ციურ სხეულებზე.
კვლევის შედეგად აღწერეს ციური სხეულები და გამოიტანეს დასკვნა.
გაკვეთილი საინტერეო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: