სამტრედიის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, დიდი შემართებით მონაწილეობენ როგორც სასკოლო ღონისძიებებში ასევე ჩართულნი არიან არაფორმალური განათლების პროექტებში.
4 ოქტომბერს, ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო ფესტივალი, რომელშიც სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თეკლე თევზაძე მონაწილეობდა მასპინძლის რანგში. იგი გახლავთ ATSU Junior-ის ბანაკის წევრი.
მოსწავლე კვლევით საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული, შესაბამისად ფესტივალის სტუმრებს სამაგალითო მასპინძლობა გაუწია.
სკოლაში მადლობას უხდიან აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასეთი შესაძლებლობისთვის.
იხილეთ ფოტოები: