სამტრედიის N7 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე სხვადასხვა საგნის მოდელი შექმნეს
10-10-2024

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანია. 

პედაგოგები ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და როგორც მათი ცოდნის, ისე სხვადასხვა უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. 

ამის ნათელი მაგალითია, VI კლასის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი თემაზე - „მოდელი“, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა გარდა თეორიული მასალის შესწავლისა, პრაქტიკული დავალება შეასრულეს და სხვადასხვა ობიექტის მოდელი შექმნეს. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა. აქტივობები დიდი შემართებით შეასრულეს და ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203