სამტრედიის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ და სასწავლო პროცესში მათ აქტიურ ჩართვასაც წარმატებით ახერხებენ.
ამის ნათელი მაგალითია მე-5 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, საგნების: ინგლისური ენისა და ბუნების შეკავშირებით.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს: კონტინენტები, მთები, მდინარეები, ოკეანეები, ზღვები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს თემასთან დაკავშირებით და არგუმენტირებულად მსჯელობდნენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: