ბათუმის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ფარული კენჭისყრით, თანასწორობის საფუძველზე ჩატარდა.
სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, მათი აქტიურობა და შემართება კი ახარებთ.
„წარმატებები ჩვენო პატარა მეგობრებო. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან ერთად მუშაობა. მიხარია თქვენი შემართება და საინტერესო იდეები“,- აღნიშნავენ სკოლაში და თვითმმართველობის თავმჯდომარეს წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: