ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორისაა მე-9 კლასის მოსწავლე ნანა კუპრეიშვილი, რომელიც ელექტრონიკის კვირეულში წარმატებით მონაწილეობდა. მეცხრეკლასელის შექმნილმა „ChariBot-მა“ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ელექტრონული“ კვირეული სენაკის ტექნოპარკში 2024 წლის 19 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
სკოლა მოსწავლეს კიდევ ბევრ მიღწევას უსურვებს მომავალში.
იხილეთ ფოტოები: