წერეთლის საჯარო სკოლაში სტანდარტული გაკვეთილები აქტიურად ტარდება
11-06-2018
წერეთლის საჯარო სკოლაში მასწავლებლები სტანდარტულ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ. 

მესამე კლასში გაკვეთილი გამრავლებასა და გაყოფაზე ჩატარდა. 

მასწავლებლის ეთერ ნადირაძის ძალისხმევით მოსწავლეებმა გამრავლების ტაბულის ცოდნა განიმტკიცეს. 

მე-11 კლასში დავით აღმაშენებლის ეპოქაზე ისაუბრეს. 

გაკვეთილს სახელწოდებით „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ პედაგოგი ნუნუ კიპაროიძე ხელმძღვანელობდა. 

სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა ხელოვნებაშიც. 

მასწავლებლის ნატო ტალახაძის მეთაურობით მოსწავლეებმა ფოვიზმები მხატვრობაში შეისწავლეს და მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. 

გაკვეთილი მერვე კლასში ჩატარდა. 

ქართულ სექტორთან ერთად სტანდარტულ გაკვეთილებს ატარებს სომხური სექტორიც. 

მეათე კლასში მასწავლებლის მელანო ტალახაძის ორგანიზებით პრეზენტაცია „ქართველი გერმანელები“ გაიმართა. 

გაკვეთილებს შიდა შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. 

მათ ჩატარებული გაკვეთილები დადებითად შეაფასეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203