ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის პირველკასელთათვის, სასკოლო ცხოვრება ნამდვილ თავგადასავალს ჰგავს.
თავგადასავლებით სასვსე სამყაროში კი, მათ მეგზურობას საყვარელი მასწავლებელი ნინო სოლომონიძე უწევთ.
ამჯერად, კი პატარებმა ანბანის „შემობრძანება იზეიმეს“ და ასო-ბგერების სწავლას დიდი შემართებით, ინტერესითა და სიამოვნებით შეუდგნენ.
პატარებისთის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა პირველი ასოების შესწავლა, მათ ბევრი იმხიარულეს და სკოლის ეზოში შთამბეჭდავი პერფორმანსიც მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები: