ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში განსაკუთრებით სცემენ პატივს მასწავლებლებს, აფასებენ მათ ღვაწლსა და შრომას და მადლობას უხდიან იმ ღირებული საქმისთვის, რასაც ღირსეული, განათლებული თაობების აღზრდა ჰქვია.
ცხადია სკოლაში აღნიშვნის გარეშე ვერ ცაივლიდა მასწავლებლის საერტაშორისო დღე.
ამ დღესთან დაკავაშირებით მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტიივობა გამართეს და საყვარელ პედაგოგებს მათი დღე მიულოცეს.
დღის ბოლოს, კი სკოლის დირექციამ მიულოცა პედკოლექტივს ეს დღე და წარმატებული პროფესიული მოღვაწეობა უსურვა.
„გვიყვარხარ მასწავლებელო! ვუერთდებით განათლების საერთაშორისო ფედერაციას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პედაგოგებს. გილოცავთ, საუკეთესო სურვილებით“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: