ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციასა და მათ წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
მიმდინარე წლის 25-27 სექტემბერს, შუახევის სპორტ სკოლაში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სადაც ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც წარდგნენ კალათბურთსა და გეზბერნში.
სკოლის გოგონათა გუნდმა დაიკავა 1-ელი ადგილი, ხოლო ბიჭების გუნდმა მე-2 ადგილი, ასევე სირბილში გუნდური მე-2 ადგილი მოიპოვა ამავე სკოლის გუნდმა, ხოლო მე-8 კლასის მოსწავლეებმა: ნინი და ნონა დიასამიძეებმა 1-ელი ადგილი დაიკავეს.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მიღწეული წარმატებისთვის სპორტის მასწავლებელს, რომან მიქელაძეს და მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: