კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი შთამბეჭდავი ინიციატივებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა დიდი ინტერესსა და აქტიურობას იწვევს.
ამჯერად, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ხატვის გაკვეთილზე თბილისობის დღესასწაული მოაწყვეს, მათ თავიანთი თვალით დანახული ძველი თბილისი დახატეს და აღწერეს.
მოსწავლეებმა ფორმისა და ფერის დახმარებით შეძლეს თბილისობის დღესასწაულის ატმოსფეროს გადმოცემა.
მე-3აკლასის მოსწავლეებმა კი, თბილისობასთან დაკავშირებით შექმნეს ნახატი სახელწოდებით - „ჩვენი თვალით დანახული თბილისობა“.
ინიციატივას მე-3ბ კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ და თავიანთი თვალით დანახული თბილისობა, ფურცელზე, ფერთა გამით გადმოსცეს.
აქტივობები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: