საზეიმოდ განახლებული სასწავლო პროცესი გომაროს საჯარო სკოლაში
09-10-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სწორედ ამიტომ, სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.

სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირეტორმა - თენგიზ გობაძემაც მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყება, ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მუნიციპალიტეტის მერმა - გოჩა ქიმაძემ, მერის მოადგილეებმა: არსენ ბალახაშვილმა და სოსო რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, მოადგილეებმა, ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პირადად მიულოცეს. 

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მდებარე სხვადასხვა სკოლებს ესტუმრნენ და სწავლის დაწყების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მათ, დაათვალიერეს საკლასო ოთახები, ღონისძიებას დაესწრნენ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

აღსანიშნავია, პირველკლასელებს, ადიგენის მერის ინიციატივით, მერიისაგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნაკრები გადაეცათ. საჯარო სკოლის პირველკლასელებმა განათლების სამინისტროს საჩუქრებიც - სახელმძღვანელოები და კომპიუტერები მიიღეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203