ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის პირველკლასელები სასწავლო პროცესში აქტიურად, ამაღლებული განწყობითა და მოტივაციით არიან ჩართულნი.
ამჯერად, პატარებმა ანბანის „შემობრძანება“, იზეიმეს, მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, ანბანის ასოებით შეადგინეს სიტყვები, ინსცენირება გააკეთეს გოგებაშვილის „დედა ენის“ ლეგენდის შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, იმისათვის, რომ მოსწავლეებს დასკვნა გამოეტანათ, თუ რისთვის არის საჭირო წერა-კითხვის ცოდნა, უყურეს ფილმს - „ბომბორა სწავლობს კითხვას“.
მოსწავლეებისთვის დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: