ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება 7 ოქტომბერს მოეწყო და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა, ისაუბრეს ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე, განსაზღვრეს რამდენად აუცილებელია ბუნებაზე ზრუნვა და თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ჟღერადობით დაიწყო. მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს და თემატური ლექსები წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოებას მოეწონა ღონისძიება, რისთვისაც მადლობა გადაუხადეს მის ხელმძღვანელ ნარინე ჯაგაცპანიანს.
იხილეთ ფოტოები: