ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა მხარდაჭერილი და წახალისებულია, რაც მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებზე აისახება.
სკოლის მოსწავლე მარიამ ბოლქვაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს წარმატებით ასრულებს.
მოსწავლემ izrune.ge -ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.