როგორ უნდა ნახოს მასწავლებელმა ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის გასული სასწავლო წლის პირველი ან მეორე სემესტრის ნიშანი? - გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას.
„ავტორიზაციის გავლის შემდეგ, გადავდივართ მოდულში „ჟურნალი“. როგორც ეკრანზე ჩანს, გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა მოვნიშნოთ „დაარქივებული ჟურნალის ნახვა“ შემდეგ ვავსებთ მოცემულ ველებს: სემესტრი, ჩემი კლასები, სხვა კლასები ან სადამრიგებლო (ჟურნალის მომხმარებლის როლის მიხედვით) კლასი, საგანი და ვაწვებით ღილაკს „არჩევა“.
მასწავლებლის როლით ჩანს მხოლოდ ის საგნები, რომელსაც ასწავლიდა. ადმინისტრაციის როლით კი შესაძლებელია კლასების სრული არქივის დათვალიერება“.
ვიდეოინსტრუქციის სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=fnD-fckO_og