თბილისის N174 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ.
მათ შორის, მესამეკლასელი ზურაბ ლაბაძე და მე-4 კლასელი სანდრო კალმახელიძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს ხალისითა და დიდი შემართებით ასრულებენ.
ზურაბ ლაბაძეს izrune.ge -ს საზაფხულო შემაჯამებელი ტესტის გავლისთვის მიენიჭა ოქროს დიპლომი, სანდრო კალმახელიძემ კი სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი შეასრულა ბრწყინვალედ. ორივე მოსწავლემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: